ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ გაგიდაში, საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ზღვაში ბანაობისას მეათეკლასელი, 15 წლის ელენე ჭოლარია დაიხრჩო. გოგონა გალის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
როგორც სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ, რომ ელენეს გადარჩენას მისი ბიძა ცდილობდა, თუმცა, სამწუხაროდ, ისიც გაუჩინარდა.
ამ დრომდე ვერ მოხერხდა ბიძის პოვნა და მისი ბედი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარიდან დიდი დროა გასული, რაც იმედს ამცირებს, რომ ის ცოცხალი იქნება.
“ამბობენ იქ წყლის ხვეულებია და კი აფრთხილებენ ხალხს, იქ არ იბანაონ, მაგრამ მაინც მიდიან.
არანაირი ნიშნულები არ დგას სამწუხაროდ. არ გვყავს პატრონი. შავი ზღვაა, მაგრამ სოფელ გაგიდას ტერიტორიაზე მოხდა, ამიტომ გაგიდას ზღვას ეძახიან.
გოგონას ბიძაც იყო იქ, გადასარჩენად გადახტა და გაუჩინარდა. სასწაული ტალღები ყოფილა“, – ამბობს Ambebi.ge-სთან საუბარში ადგილობრივი.